2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები – აპელაცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებისა და აპელაციის შესახებ.
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის პროცესის შემდეგ მეორე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2018 წლის 2 და 5 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება