GE

2018 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო – საგნების ჩამონათვალი და დავალებების ტიპები

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებასა და საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია დღეს, 5 მარტიდან 15:00 საათზე დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისთვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ა) ისტორია ბ)
    გეოგრაფია გ) სამოქალაქო განათლება
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ა) ფიზიკა ბ)
    ქიმია გ) ბიოლოგია
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ა) ინგლისური ბ)
    გერმანული გ) ფრანგული დ) რუსული
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ბ) მუსიკა გ)
    სპორტი
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

2018 წლის პროფესიული უნარების ტესტი სამი ნაწილისაგან შედგება: სასწავლო გარემო, სწავლება და პროფესიული განვითარება. მაქსიმალური ქულაა 70.

ტესტში შევა შემდეგი ტიპის დავალებები: არჩევითპასუხიანი დავალება ოთხი სავარაუდო
პასუხით, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. დავალება ერთქულიანია. შესაბამისობის
დავალება, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული. ცხრილი ორი სვეტისაგან შედგება. ერთ
სვეტში მოცემულია პირობა, მეორეში – სავარაუდო პასუხები. სვეტებში მოცემული
ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოთ და პასუხი ჩაწეროთ თანდართულ ცხრილში.
დავალება ერთქულიანია. ღიადაბოლოებიანი დავალება, რომელიც მოითხოვს
არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ (თითოეული
ღიადაბოლოებიანი დავალების გასწვრივ მითითებულია მაქსიმალური ქულა).

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაში ჩასართავად უფლება აქვს მხოლოდ
ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდეს ბაკალავრი, მაგისტრი და/ან
მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ნებისმიერი პირი.

მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ
საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით
    დამოწმებული ასლი.

როგორ დავრეგისტრირდეთ მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

ტესტები და დამხმარე სახელმძღვანელოები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური