GRUNI-ს პროფესორებმა კორპორაციული ფინანსების მსოფლიოს წამყვანი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე თარგმნეს
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორებმა, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქართულ ენაზე თარგმნეს სტივენ ა. როსის, რენდოლფ ვ. ვესტერფილდისა და ბრედფორდ დ. ჯორდანის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო – „კორპორაციული ფინანსების საფუძვლები“.
უნივერსიტეტის მიერ 5 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმძღვანელო კორპორაციული ფინანსების დარგის უახლეს თეორიულ კონცეფციებს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პრაქტიკულ მაგალითებს (case studies) და პროფესიონალი ფინანსისტების მრავალწლიანი გამოცდილების ანალიზს აერთიანებს.
აღნიშნული გამოცემა თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო რესურსია, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. ქართული თარგმანი კი, საერთაშორისო აკადემიურ გამოცემასთან სრულად იდენტურია.
აღსანიშნავია, რომ კორპორაციული ფინანსების სფეროში უცხოენოვანი სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა. ახალი გამოცემა ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს ფინანსური მართვის თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს.
ამ ეტაპზე სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თუმცა, არსებობს პოტენციალი, რომ იგი სასწავლო რესურსად საქართველოს სხვა უნივერსიტეტებმაც გამოიყენონ.
სახელმძღვანელო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით გამოიცა.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი