სკოლებს დრო 9 იანვრამდე აქვთ – რა უნდა გაითვალისწინოთ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების რედაქტირების უფლება 2026 წლის 09 იანვრის ჩათვლით ექნებათ.
განათლების სამინისტროს სსიპ მოუწოდებს სკოლებს, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და სემესტრის უხარვეზოდ დასრულების მიზნებისათვის, ყურადღება გაამახვილონ თარიღებსა და ქვემოთ მითითებულ საკითხებზე:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არასწორად ხორციელდებოდა საგნების დამატება, რაც ელექტრონულ ჟურნალში იწვევდა განსხვავებული შეფასების ტიპის გააქტიურებას. კერძოდ, არჩევითი საგნების დამატება ხორციელდებოდა ძირითად/სავალდებულო საგნებად, შესაბამისად, მათ ელექტრონულ ჟურნალში ჰქონდათ განმსაზღვრელი შეფასება. არჩევითი საგნების დამატების სურვილის შემთხვევაში, არჩეული უნდა იქნას ისეთი საგანი, რომელსაც დასახელებაში მითითებული ექნება „არჩევითი“. რაც შეეხება სავალდებულო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, აღნიშნული საგანი დამატებული უნდა იქნას სახელწოდებით „დამატებითი მომსახურება“;
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დროულად უნდა იქნას შექმნილი განაყოფები და სწორად გადანაწილებული მოსწავლეები. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციასაც ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს დროულად;
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო განრიგიდან დროულად ამოღებული უნდა იქნას ის მოსწავლე/სსსმ მოსწავლე, რომელსაც არ ეკუთვნის აღნიშნულ გაკვეთილზე დასწრება. ასევე, დროულად უნდა იქნეს დამატებული ზემოხსენებული მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არსებული გარემოებების შეცვლის შემთხვევაში;
ელექტრონულ ჟურნალში დროულად უნდა იქნას ასახული შეუფასებელი შემაჯამებლის შეფასება;
ელექტრონულ ჟურნალში დროულად უნდა იქნას ასახული კერძო სკოლიდან მობილობით გადმოსული მოსწავლეების შემთხვევში გამშვებ სკოლაში მიღებული შეფასებები და დასწრების მაჩვენებელი;
იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დამატებული გაკვეთილი იყო სწორი, თუმცა აღნიშნულ გაკვეთილზე ხორციელდება რაიმე სახის ცვლილება (იცვლება მასწავლებელი, პერიოდი, რიგითობა და ა.შ.), უნდა განხორციელდეს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება (არავითარ შემთხვევაში წაშლა, ვინაიდან წაშლა იწვევს ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის წაშლასაც და იგი აღდგენას აღარ ექვემდებარება);
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), სკოლის ადმინისტრაციის მიერ, დროულად უნდა განხორციელდეს ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება კლასებში/პარალელურ კლასებში. ხოლო მასწავლებლებმა, დროულად ასახონ ინფორმაცია, მოსწავლეთა შეფასებებისა და დასწრების მაჩვენებლის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში.
ასევე იხილეთ:
-
შემაჯამებელი დვალების, წერის აღდგენის ჩანიშვნა კონკრეტულ მოსწავლეებთან – ინსტრუქცია და შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში
by ARIS.GE-განათლება
-
ზამთრის არდადეგებზე წასაკითხი რეკომენდებული კლასგარეშე ლიტერატურის სია კლასების მიხედვით – IV-XI კლასი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
რომელი მოსწავლეები მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასში ფულად წახალისებას – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2026
by ინფოLIFE