გამორჩეული საშობაო ფილმები ჰოლივუდის ოქროს ხანიდან, რომლებიც დღეს უნდა ნახოთ
ეს ფილმები ჰოლივუდის ოქროს ხანიდან საშობაო განწყობას შეგიქმნით და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ:
„შემხვდი სენტ-ლუისში“
მიუზიკლი, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა და აღიარებ მოიპოვა. ფილმში 22 წლის ჯუდი გარლენდი თამაშობს. გადაღებების შემდეგ ის ფილმის რეჟისორზე – ვინსენტ მინელიზე დაქორწინდა და მისგან გოგონა, ლაიზა, შეეძინა. ლამაზი ისტორია, დრამატული მომენტებითა და გამორჩეული შტრიხებით, მაყურებლის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ფილმი “ოსკარზე” ოთხჯერ იყო ნომინირებული. თუმცა, ჯილდო არ მიუღია. (ასევე დაგაინტერესებთ: 5 ფილმი, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით)
„შობა კონექტიკუტში“
სიყვარულის ისტორია, შესანიშნავი იუმორითა და გამორჩეული დეტალებით გულგრილს არავის დატოვებს. ფილმი ცნობილ ჟურნალისტზე მოგვითხრობს, რომელიც კონექტიკუტში, ფერმაში ცხოვრობს, საკუთარ ოჯახზე საუბრობს, რეცეპტებს აზიარებს და ძალიან პოპულარულია. მაგრამ, მისი არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება… ტყუილი კი ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოულოდნელი შეთავაზების გამო შესაძლოა, გამჟღავნდეს.
„ეს მშვენიერი ცხოვრება“
ფილმი, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში ცოცხალია და მაყურებელს ყოველთვის სასიამოვნო განწყობას უქმნის. ჯორჯ ბეილი მთელი ცხოვრება სხვა ადამიანებისათვის შრომობს, მათთვის ყველაფერი გაიღო, გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, ერთ-ერთი შობის ღამეს კი განსაკუთრებით სევდიანია და ფიქრობს, რომ საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო. თუმცა, შემდეგ ჯორჯი დაინახავს, როგორი იქნებოდა სამყარო მის გარეშე და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის.
„მაღაზია ქუჩის კუთხეში“
კიდევ ერთი საშობაო ფილმი, რომელიც კლასიკად იქცა და მისი ნახვა მაყურებელს, ალბათ, არასდროს მობეზრდება. ფილმი ორი ადამიანის შესახებ გვიყვება. ისინი სამსახურში ხვდებიან, მაგრამ ერთმანეთი მაშინვე არ მოეწონებათ. თუმცა შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მათ გაცილებით მეტი საერთო ინტერესი აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„სასწაული 34-ე ქუჩაზე“
სანტა-კლაუსის ყოველწლიური აღლუმი საფრთხეშია, რადგანაც მსახიობი, რომელსაც სანტა-კლაუსი უნდა განესახიერებინა, თვრება. თუმცა, მოულოდნელად, მის ნაცვლად ჩნდება ერთი მამაკაცი, კრის კრინგლი, რომელიც საოცარ, ყველაზე ჯადოსნურ ამბებს აწყობს. ეს ფილმი ნამდვილად სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
ასევე იხილეთ:
10 ფილმი, რომლებიც ახალ წელს უნდა ნახოთ
წყარო: beaumonde
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია