GE

2018 წლის რომელი საგნის გამოცდებში ვერ მიიღეს აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით ცნობილია. ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში მიიღეს აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულები და აპლიკანტთა რამდენი პროცენტი ჩაიჭრა საგნების მიხედვით.

საგამოცდო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფრანგულის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოცდებში მაქსიმალური ქულა 2018 წლის გამოცდებზე ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში კი მაქსიმალური ქულა/ქულები მხოლოდ პირველ ვარიანტში დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2018 წლის გამოცდაზე გასულ აპლიკანტთა რაოდენობას საგნების მიხედვით და იმ აბიტურიენტთა პროცენტულ რაოდენობას, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ასე გამოიყურება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – გამოცდაზე გავიდა 34 559 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 93, 88%-მა;
  • უცხო ენები – გამოცდაზე გავიდა 34 126 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 96, 25%-მა;
  • ზოგადი უნარები – გამოცდაზე გავიდა 33 674 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 86,75%-მა;
  • მათემატიკა – გამოცდაზე გავიდა 6 595 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 76,27%-მა;
  • ლიტერატურა – გამოცდაზე გავიდა 3 094 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 89,59%-მა;
  • გეოგრაფია – გამოცდაზე გავიდა 11 761 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 90,03%-მა;
  • ისტორია – გამოცდაზე გავიდა 11 107 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 94,09%-მა;
  • ბიოლოგია – გამოცდაზე გავიდა 4 420 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 92,83%-მა;
  • ქიმია – გამოცდაზე გავიდა 1 851 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 77,74%-მა;
  • ფიზიკა – გამოცდაზე გავიდა 807 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 74,60%-მა;
  • სამოქალაქო განათლება – გამოცდაზე გავიდა 2 308 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 77,90%-მა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა 310 აბიტურიენტი, ზღვარი გადალახა 94,19%-მა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სკალირებული ქულები, ჩარიცხვა და გრანტი ერთად გამოქვეყნდება სექტემბრის დასაწყისში. აბიტურიენტები კი პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას, გადაადგილებასა და წაშლას 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეძლებენ.

ამავე თემაზე:

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით

ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები – რომელია რთული ვარიანტები

აბიტურიენტთა გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა – გამოცდები 2018

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური