GE

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტები ნაეკს დღესაც მიმართავენ რეგისტრაციის დამატებითი ვადის დაწესების თხოვნით. როგორც ისინი აცხადებენ, რეგისტრაციის ბოლო დღეს საიტზე სარეგისტაციო პროცედურების გავლა ვერ მოახერხეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით კი, რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, თუმცა იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც დარეგისტრირება კონკრეტული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, უახლოეს დღეებში განცხადებით უნდა მიმართონ ნაეკს, მისამართზე – მინდელის 9.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსსა და სამაგისტრო გამოცდას, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 4 600-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, სამაგისტრო გამოდისთვის კი 12 000-მდე აპლიკანტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

ამავე თემაზე:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი