თუ დეკრეტში ხართ და სკოლა ხელფასის დარიცხვას აგვიანებს – რა უნდა გაითვალისწინოთ
რა უნდა იცოდეს დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა მასწავლებელმა, როცა სკოლა ხელფასის დარიცხვას აგვიანებს? – ამის შესახებ 23 მაისს, საკუთარი უფლების შესახებ მასწავლებლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებამ – Georgian Educational Laborers’ Union, სადაც თვლიან, რომ კანონების ცოდნა მასწავლებლებს იცავს სკოლაში წარმოქმნილი პრობლემური სიტუაციებისგან.
რა უნდა იცოდეთ:
ორსულობისა და მშობიარობის (დეკრეტულ) შვებულებაში ყოფნა მასწავლებლისთვის ყოველთვიური ხელფასის დაგვიანების მიზეზი ვერ გახდება.
აქ ხშირად ხდება ორი სხვადასხვა ანაზღაურების არევა:
- სახელმწიფო დახმარება (2000 ლარი): ამ თანხას სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს და ის მართლაც ერთიანად ირიცხება საბუთებისმოწესრიგების შემდეგ.
- სკოლის მიერ დასამატებელი ხელფასი: საჯარო სკოლის მასწავლებლებს კანონით ეძლევათ სრული ხელფასი. სხვაობას (სახელმწიფო დახმარების მიღმა) სკოლა საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს.
მთავარი დარღვევა: სკოლები ხშირად ელოდებიან დეკრეტის დასრულებას და პედაგოგს ამ სხვაობას თვეების შემდეგ, ერთიანად ურიცხავენ. ეს კანონის დარღვევაა!
საქართველოს შრომის ორგანული კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, ხელფასი უნდა გაიცეს არანაკლებ თვეში ერთხელ. დეკრეტში ყოფნა ამ წესს არ აუქმებს. უფრო მეტიც, დაგვიანების ყოველი დღისთვის სკოლას ეკისრება პირგასამტეხლო – დაყოვნებული თანხის 0.07%.
თუ ხართ პედაგოგი და სკოლა გიგვიანებთ ყოველთვიურ ანაზღაურებას:
– მოითხოვეთ წერილობითი განმარტება დირექციისგან.
– უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართეთ შრომის ინსპექციის სამსახურს.
ასევე იხილეთ:
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
-
„ისეთი რთული ტესტი დაგვიდეს, უმეტესობამ ცარიელი ფურცელი დატოვა“ – NAEC-ის პასუხი მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე გასულებს
by ARIS.GE-განათლება
-
VII–XII კლასების სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – მაია ლაპიაშვილის სათქმელი გამოსაცდელებს
by განათლებული ბლოგი
-
„წესით, რეპეტიტორიუმი კერძო რეპეტიტორების რეალური ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს“ – მშობლების ხარჯი სკოლიდან სტუდენტობამდე
by ARIS.GE-განათლება