როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
2026 წლის აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს ელოდებიან. ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, რომელ საგამოცდო ცენტრში იქნებიან გადანაწილებული და დღის რომელ მონაკვეთში მოუწევთ ტესტირებაზე გასვლა.
როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 22 მაისს გაარკვია, აბიტურიენტები საკუთარ საგამოცდო განრიგს ივნისის თვეში შეიტყობენ, იქამდე კი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებისა და დასრულების შესახებ ზოგადი ინფორმაცია – თარიღები გამოქვეყნდება.
გამოცდის მონაწილეები საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდის მეშვეობით შეძლებენ.
როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?
საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია ასეთია: აბიტურიენტი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
აბიტურიენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ
by ARIS.GE-განათლება
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს