ესეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად „ევროპის უნივერსიტეტმა“ გამოაცხადა
„ევროპის უნივერსიტეტი“, სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით, აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს, თემაზე „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ აცხადებს.
უნივერსიტეტის მიერ 25 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მომავალ პროფესიაში მისი მნიშვნელობის დანახვას ემსახურება, გამარჯვებულები კი „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიან დაფინანსებას დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ:
- I ადგილი – 100%
- II ადგილი – 70%
- III ადგილი – 50%
კონკურსში მონაწილეობა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის აბიტურიენტებს შეუძლიათ.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადა 4 ივნისია, კონკურსი კი 10 ივნისს გაიმართება.
აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული თემები, რომელთაგან უნდა აირჩიონ თითო და 2 საათის განმავლობაში იმუშაონ, ცნობილი გახდება კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
„ევროპის უნივერსიტეტის“ პროგრამების გაცნობისა და თეზისების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ფაკულტეტის დეკანები რეგისტრირებულ აბიტურიენტებთან საორიენტაციო შეხვედრას გამართავენ.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დეკანებთან შეხვედრა და საორიენტაციო შეხვედრა თემასთან დაკავშირებით: 8 ივნისი;
- პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი: 16 ივნისი;
- გასაჩივრების ბოლო ვადა: 17 ივნისი;
- საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს: არა უგვიანეს 19 ივნისისა.
„ევროპის უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებს ესეების კონკურსზე წარმატებას უსურვებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი