GE

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა

2019 წლის აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდაში გამოცდაზე გასულთა 13%-მდე აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

როგორც გამოცდების ცენტრი ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტების დაახლოებით 87%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა.

,,ჯამურად რომ ვთქვათ სტატისტიკა, აბიტურიენტების 12,9 მეათედმა პროცენტმა ვერ გადალახა ზოგად უნარებში ზღვარი და გამოეთიშა ამ პროცესს, დაახლოებით 87-მა პროცენტმა კი წარმატებით გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მინიმალური ზღვარის გადალახვის სტატისტიკა ვარიანტების მიხედვით ასე გამოიყურება:

I ვარიანტი – 86,27%

II ვარიანტი – 87,66%

III ვარიანტი – 87,75%

IV ვარიანტი – 86,40%

სტატისტიკა მომზადებულია ქართულენოვანი აბიტურიენტების შედეგების თანახმად.

რაც შეეხება ქულების გათანაბრებას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა.

იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2019

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში გამსვლელმა ქულამ დაიწია

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური