ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2019
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
იხილეთ შედეგები
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
დანარჩენი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება და, სავარაუდოდ, აბიტურიენტები, უნარების შემდეგ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს იხილავენ.
ამავე თემაზე:
2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში გამსვლელმა ქულამ დაიწია
2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა – სტატისტიკური ანალიზი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება