2020-2021 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
2020 – 2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები უკვე დამტკიცდა.
ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.
EDU.ARIS.GE – გთავაზობთ ე.წ უფასო ფაკულტეტებს.
2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო:
პროგრამების ჩამონათვალი უმაღლესების მიხედვით
იქნება თუ არა ე.წ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელს, ჯერ ცნობილი არ არის.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობებიც.
უნივერისტეტებისთვის პროგრამული დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაფინანსების სახით გამოიყოფა თანხა არა უმეტეს 2250 ლარისა. ასევე თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.
ხოლო, თუ ამ ბრძანებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება