GE

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – განრიგი და სხვა დეტალები

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს, აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

რაც შეეხება აბიტურიენტების გამოცდების განრიგს საგნების მიხედვით, როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში განუცხადეს, ეს ინფორმაციაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი

2021 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღი

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასეთია:

ისტორია აირჩია 22 200 – მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 12 900 – მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია – 3000 – მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია – 700 – მდე აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები – 4 100 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია – 2300 – მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა – 200 – მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 50 – ზე მეტმა აბიტურიენტმა.

2021 წლის ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – სად იგეგმება საგამოცდო ცენტრების მოწყობა

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური