GE

2021 წლის სიტყვა დასახელდა

ოქსფორდის ენის ცენტრის მონაცემთა სპეციალისტებმა და ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის ზედამხედველებმა, „vax“ 2021 წლის სიტყვად დაასახელეს. ანგარიშში, რომელიც ოქსფორდის ენის ცენტრის ოფიცილაურ გვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ გასულ წელთან შედარებით, ,,vax’’ 72-ჯერ უფრო ხშირად იყო გამოყენებული. Vax ვაქცინაციასთან დაკავშირებული ზმნის, არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შემოკლებული ვარიანტია.

სიტყვა ვაქცინა-Vaccine პირველად 1799 წელს გამოიყენეს, მისგან ნაწარმოები სიტყვები ვაქცინაცია და ვაქცინირებული კი ერთი წლის შემდეგ. პროცესი უკვავშირდებოდა ინგლისელი ექიმისა და მეცნიერის ედვარდ ჯენერის სახელს, რომელმაც ჩუტყვავილას ვაქცინაციის შესაქმნელად საველე საამუშაოები განახორციელა.

Oxford Languages-ის პრეზიდენტმა კასპერ გრატვოლმა განცხადა, რომ მათი ყურადღება მიიპყრო პირველ რიგში სიტყვის გამოყენების დრამატულმა მატებამ.

“vax site – ვაქცინაციის ადგილი, fully vaxxed – სრულად ვაქცინირებული, vax card – ვაქცინაციის ბარათი და ა.შ.”, – ასეთია სიტყვის გამოყენების მაგალითები.

უახლეს ენობრივ ანგარიშში სახელწოდებით ,,VAX’’, ნათქვამია, რომ სიტყვა 2021 წელს ინგლისური ენის ნაწილი გახდა და არჩეულია წლის სიტყვად.

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური