2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები და ოდენობები დადგინდა – ბრძანება
2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ შესაბამის ბრძანებას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხელი მოაწერა.
27 აპრილს გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით განისაზღვრა.
სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვროს 2 250 ლარით.
თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;
ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.
ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დადგენილი წესით დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
თანხების დეტალური განაწილება და პროცედურა იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება