2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია – სია
დღეს, 5 აპრილს 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები გამოქვეყნდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამარჯვებულია ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.
გამარჯვებულია ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს თანაბარი ქულა აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.
საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებული 25 911 მოსწავლიდან დასკვნით ტურში 625 მოსწავლე გადავიდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი