2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა – ბრძანება

2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, ის უკვე ძალაშია და გავრცელდება მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრის ხელმოწერით დღეს, 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.
დაფინანსების ოდენობა და მოცულობა
2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.
2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
“პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2023 წლის 11 სექტემბრიდან 2023 წლის 2 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება; ბ) ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – წერია ბრძანებაში.
-
მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა – სკოლებში საგნობრივი კათედრების როლის გაზრდა იგეგმება by ARIS.GE-განათლება
-
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“ by პროფესიული განათლების ამბები