„2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 13 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა განათლების კომიტეტისთვის მომზადებული ანგარიშის წარდგენისას პროფესიული განათლების მიმართულებით სხვადასხვა მონაცემები წარმოადგინა.
მომხსენებლის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი სტუდენტი. მისივე თქმით, ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა, თუმცა უცნობი რჩება რა მიმართულებები აირჩიეს ჩარიცხულმა სტუდენტებმა და როგორ გადანაწილდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით.
ამავე მოხსენებისას ნოდარ პაპუკაშვილმა პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის ინიციატივით, კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორებია: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.
ამავე თემაზე:
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები