2023 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 34 843 აბიტურიენტმა მოიპოვა
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი –
ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
EDU.ARIS.GE ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით
ჩაბარებასა და სტუდენტობას ულოცავს!
8.5% პროცენტით გაიზარდა ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა შარშანდელთან
შედარებით (+2 743 რაოდენობრივად).
რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან წელს 77%-მა მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება, ეს რიცხვი წინა, 2022 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა.
გთავაზობთ ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობას წლების მიხედვით:
2022 წელი – 32100
2021 წელი – 29362
2020 წელი – 29614
2019 წელი – 28740
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა – გამოცდები 2023
როდის იწყება უნივერსიტეტებში 2023-2024 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება