2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს დაიწყო – ინსტრუქცია მონაწილეებისათვის
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს, 25 ნოემბერს, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს, განრიგის შესაბამისად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის) და ასევე გერმანულ ენაში.
პირველი ტური მხოლოდ ელექტრონულად ტარდება შემდეგი ბმულის გამოყენებით – https://ol-test.naec.ge.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი და სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.
ტესტირების დეტალური ინსტრუქცია
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულა
პირველ ტურში ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო
ოლიმპიადის დეტალური განრიგი:
25 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
გერმანული ენა.
26 ნოემბერი
ისტორია;
ქიმია.
27 ნოემბერი
ინგლისური ენა;
ფრანგული ენა.
28 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგიაში.
29 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
- ცნობილია სად და როდის ჩატარდება გამოცდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი