2024 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 300 მლნ ლარით გაიზრდება – რა წერია ბიუჯეტის პირველად პროექტში
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
პირველადი პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 340,0 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 309,2 მლნ ლარით (და ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით იზრდება 262,2 მლნ ლარით).
განალებისა და მეცნიერების სამინისტრო დაფინანსების მხრივ სხვადასხვა სამინისტროებს შორის მესამე ადგილს იკავებს და როგორც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაჩვენებლების ცვლილება მოსალოდნელია, რადგანაც:
“აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების
სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე
სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული
რეფორმის შედეგებს”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 527,0 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ
ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 186,0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. (აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის შედეგებს).
ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 50,0 მლნ ლარი პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად;
პროფესიული განათლება – 98,0 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 162,4 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 78,2 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 56,2 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება – 326,4 მლნ ლარი.
მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 249,0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 365,0 მლნ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 15,0 მლნ ლარი.
ასევე იხილეთ:
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება