GE

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მაგდა მიქაბერიძე გახდა

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაგდა მიქაბერიძე გახდა.

დაჯილდოების ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარი გადაეცემა.

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

არჩილ თოდუა – ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;

მაგდა მიქაბერიძე – თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მადონა წერედიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური