GE

22 შეცდომა საგანმანათლებლო სისტემაში, რისი კეთებაც სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ!

საგანმანათლებლო სისტემაში უამრავი ნაკლია, ყოველ ჯერზე ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს და ველოდებით განსხვავებულ შედეგებს. რა გვეშლება ყველაზე ხშირად? ამაზე უამრავი პასუხი არსებობს, ამჯერად 22 შეცდომას შეგახსენებთ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ:

1. დაგვავიწყდა, რომ სწავლების პროცესი მხიარული უნდა იყოს.

2. მოსწავლეებს აღვიქვამთ არასრულფასოვან ადამიანებად და ვუყურებთ, როგორც პატარა ბავშვებს.

3. მოსწავლეები არ არიან საქმის კურსში, როცა ჩვენ ვქმნით, ვცვლით და ვადგენთ მათ სასწავლო გეგმას (ის მათია არა ჩვენი! ).

4. საზოგადოების ყველა ფენა არაა ჩართული საგანმანათლებლო სისტემის შექმნაში.

5. სტანდარტებს ვგეგმავთ უკუმიმართულებით.

6. ვაფასებთ მოსწავლეების პასუხებს და უყურადღებოდ ვტოვებთ მათ კითხვებს.

7. კითხვა ისწავლება, როგორც ცოდნა, და არა როგორც ცოდნის სასიამოვნოდ მიღების საშუალება.

8. ვიხდით ბევრ ფულს მაგისტრის ხარისხის მიღებისთვის და შემდეგ ვაკეთებთ იგივეს,რასაც ამ ხარისხის მინიჭებამდე.

9. ვაშენებთ დიდ სკოლებს და ველოდებით მის სრულ პერსონალიზაციას.

10. ვასწავლით დიდ საგაკვეთილო მასალებს და არ ვაძლევთ ფიქრის საშუალებას.

11. სასწავლო გეგმა დაფუძნებულია შინაარსის გადმოცემაზე და არა ანალიზსა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

12. დაგვავიწყდა, რომ თამაში სწავლების საუკეთესო მეთოდია და ვამბობთ, რომ თამაშის დროს გააზრების უნარი დაბალია.

13. უყურადღებოდ ვტოვებთ იმ ფაქტს, რომ მობილური და სხვა ტექნოლოგია მომავლის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის ცენტრალური ნაწილია.

14. სასწავლო გეგმას ვალაგებთ ქრონოლოგიურად, სწორხაზოვნად.

15. დაღი დავასვით „ალტერნატიულ სკოლებს“ და ვფიქრობთ, რომ სტანდარტულ სკოლას ვერანაირი ინოვაცია ვერ შეედრება.

16. ვღებავთ საკლასო ოთახს კრემის ფრად.

17. სკოლების შენობები ჰგავს მუზეუმს ან კომპანიის ოფისებს.

18. საკლასო ოთახები ჰგავს კომპანიის თანამშრომლების კაბინეტებს.

19. ვადანაშაულებთ ტექნოლოგიას, როცა პედაგოგი ცუდია.

20. ვადანაშაულებთ პედაგოგს, როცა ტექნოლოგია ცუდია.

21. არ ვუსმენთ მოსწავლეებს და მხოლოდ პედაგოგების აზრი გვაინტერესებს.

22. გვგონია, რომ ყველა ბავშვს ერთი და იგივე სურვილები აქვს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური