GE

მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკული ვორკშოპი – „ასტროლაბი“ ილიას უნივერსიტეტში ჩატარდება

15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი”.

ვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას.

მსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან საუბრის საშუალება მოსწავლეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს, რამდენიმე დღით თავი ამ დარგის ნაწილად იგრძნონ.

ვორკშოპებს გაუძღვებიან:

  • დოქტ. ადრიანა პირესი, მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების ცენტრი, ჩინეთის სამეცნიერო აკადემია, (ჩინეთი) და პოტსდამის ასტროფიზიკის ლაიბნიცის ინსტიტუტი (გერმანია);
  • პროფ. რობერტო ტუროლა, პადოვის უნივერსიტეტი (იტალია);
  • პროფ. ნინო ჩხეიძე, პროფ. ანდრია როგავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • პროფ. ზაზა ოსმანოვი, თავისუფალი უნივერსიტეტი.

დოქტორი ადრიანა პირესი ერთ-ერთი წამყვანი დამკვირვებელია მაღალი ენერგიების მიმართულებით. მისი აღმოჩენილია იზოლირებული პულსარების ყველაზე უცნაური და გამორჩეული კლასის, ე.წ. შესანიშნავი შვიდეულის, რამდენიმე წყარო.

პროფესორი რობერტო ტუროლა იკვლევს ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და შავ ხვრელებს და ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერია მსოფლიოში.

ქართველი პროფესორები – ზაზა ოსმანოვი, ანდრია როგავა და ნინო ჩხეიძე – აწარმოებენ ნეიტრონული ვარსკვლავებისა და გიგანტური შავი ხვრელების კვლევებს.

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ვორკშოპის პრაქტიკულ ნაწილებში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 და უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს.

ღონისძიების დეტალური განრიგი

რეგისტრაციის გავლა საჭიროა, 10 მაისის 24:00 საათამდე

სარეგისტრაციო ბმული

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ დასტურის მეილს.

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული

ვორკშოპი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური