SANGU-მ მოსწავლეთა 𝟕𝟕-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციას უმასპინძლა
27 აპრილს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა 𝟕𝟕 -ე სასწავლო-კვლევით კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის მთავარი თემა წელსაც ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“ იყო.
მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება. აღნიშნული მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებსა და კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს ეხება და მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.
კონფერენციაში საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლის 𝟏𝟐-𝟏𝟖 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა, მათ შესაბამისი სერტიფიკატებით გადაეცათ.
-
SANGU საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„როგორ მუშაობს ევროკავშირი?“ – SANGU-ში საჯარო ლექციების ციკლი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-მ პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი