24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა
24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეექვსედ აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა. ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
ჩვენს ქვეყანას დღევანდელ დღეს ულოცავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განათლების მიმართულებით არსებულ მთავარ მიღწევებს ასახელებს:
“გილოცავთ განათლების საერთაშორისო დღეს! აღვნიშნავთ საქართველოსთან ევროკავშირის პარტნიორობას განათლების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ერთად ვქმნით ნათელ მომავალს! მთავარი მიღწევები: ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობისა და უწყვეტი განათლების მხარდაჭერა; პროფესიული განათლებისა და სწავლების სტრატეგიების შემუშავება; ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა. ათასობით ახალგაზრდამ შეიძინა მეწარმეობისა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები”, – წერია ევროკავშირი საქართველოსთვის Facebook-ის გვერდზე.
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება