24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება
24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეხუთედ აღინიშნება. 2023 წელს ამ თარიღის მსოფლიო გზავნილს – „ადამიანებში ინვესტირება, განათლებისთვის პრიორიტეტის მინიჭება‘‘ წარმოადგენს.
24 იანვარი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა და ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ წლებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული და ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2022 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართული „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
„განათლების ტრანსფორმაციის სამიტმა“, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ განათლება მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალურ საფუძველს წარმოადგენს.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო