25 ოქტომბერს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი არ წარიმართება
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/10/photo-1-25-458x257.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 21 ოქტომბერს გამოცემული დადგენილებით, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
26 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იმართება და როგორც ცნობილია, საარჩევნო უბნები სწორედ სკოლებსა და საბავშვო ბაღებშია გახსნილი. სწორედ ამიტომ, პარასკევს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი არ წარიმართება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში განსაზღვრულია ადმინისტრაციულ ორგანოებში იმ დასაქმებულთა საკითხიც, ვისზეც ბრძანება არ გავრცელდება:
“მუხლი 1 – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2024 წლის 25 ოქტომბერი განისაზღვროს უქმე დღედ.
მუხლი 2 – ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
მუხლი 3 – ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
მუხლი 4 – ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე”. იხ. ბრძანება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება