26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
წიგნის მოყვარულთათვის, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალს მართავს. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში მოეწყობა.
წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს და შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით GeorgiaStandsWithUkraine სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას.
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები და ინფორმაცია მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს