GE

26 მაისის საგანმანათლებლო ღონისძიებები – პროგრამა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში 12 საათიდან მასპინძლობს.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება როგორც შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე პროფესიული სასწავლო დაწესებულებების და სამხედრო ტექნიკის გამოფენები. ავიაშოუ, საბავშვო, გასართობი აქტივობები, დღის და გალა კონცერტები.

შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში განთავსდება ციფრული კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლებს თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო. ასევე სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ პლანეტარიუმს, სადაც ნახავენ მასშტაბურ, აუდიო-ვიზუალურ და შემეცნებითი წარმოდგენას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთვალიერებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კერძოდ, AI კუთხე – ხელოვნური ინტელექტის კუთხე, კიბერსპორტი, თსუ კიბერსპორტი, ვირტუალური თსუ, “City Game” – შემეცნებითი თამაში გეოგრაფიის და ისტორიის თემატიკაზე;, შემეცნებით-გასართობი ცდები ქიმიასა და ბიოლოგიაში, “არქეოლოგიური გათხრები” – სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე დამალული არტეფაქტების ძიება. გამოიფინება ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუმრებს სთავაზობს ბიო ობიექტების დათვალიერებას მიკროსკოპში. კაფსულების დამზადების მასტერკლასებს, სამედიცინო მცენარეების გამოფენას, პირველადი დახმარების აღმოჩენის მასტერკლასს, ვიქტორინებსა და კონკურსებს სამედიცინო თემატიკაზე.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინფორმაციო სტენდზე საზღვაო აკადემიის საიმიჯო მასალები გამოიფინება; აკადემიის კადეტები ბავშვებისთვის თემატურ მასტერკლასებს ჩაატარებენ.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთვალიერებელს უნივერსიტეტის საიმიჯო მასალებსა და შემეცნებით ლიტერატურას, თეატრალიზებულ სცენურ წარმოდგენას “ერთი დღე კოლხეთში” და ვიქტორინას თემაზე – ძველი კოლხეთი შესთავაზებს.

საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული უნარების სააგენტო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და პროფესიული კოლეჯები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დამთვალიერებელს სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენას შესთავაზებს. ასევე, დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციის მიხედვით დიდი ზომის ფაზლი ააწყონ. მათი მხრიდან, ასევე მოეწყობა წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი – „დაბეჭდე დედა ენა“ და ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოდგენილი იქნება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ 4 წარმატებული ინოვაციური პროექტით, ინოვაციური გამოგონებების მოწყობილობების პრეზენტაციით. გარდა ამისა, გაიმართება STEAM სწავლების მიმართულების წარმატებული პროექტების დემონსტრაცია და გასართობ-შემეცნებითი ვიქტორინა ახალგაზრდებისთვის – „მე და მეცნიერება“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამთვალიერებელს შესთავაზებს “კლუბი ჩხირკედელას” წევრი მოსწავლეების აქტივობებს, Stem სწავლების მიმართულების ექსპერიმენტებსა და სახალისო შეჯიბრებებს.

პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამა ეფუძნება სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითად სლოგანს – „იპოვე საქმე, რომელიც შენია“. სააგენტო 26 მაისის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პროფესიული განათლების ჰაბი, რომელიც განათლების ამ მიმართულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას და მონაწილე კოლეჯებს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს.

მთელი დღის განმავლობაში, დამთვალიერებელს ექნება საშუალება, სხვადასხვა ფორმით მიიღოს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ როგორც პირისპირი კომუნიკაციით, ასევე ბეჭდური მასალებით, ვიდეო კონტენტითა და შემეცნებით-გასართობი ელემენტებით.
კოლეჯი “იკაროსი” ზუგდიდელებს ბარმენთა შოუს, კონდიტერიას, ქართული სუფრის სერვირებისა და თემატურ კულინარიულ მასტერკლასებს შესთავაზებს.

კოლეჯი “ლაკადა” კულინარიის მასტერკლასის გარდა, დამთვალიერებელს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას, კერვის და ქარგვის მასტერკლასებს, ნაციონალური ტანსაცმლის, ნაქარგებისა და ხელნაკეთი თოჯინების გამოფენებს მოაწყობს.

კოლეჯი „თეთნულდი“ ავთენტურად და ასევე თანამედროვე ვარიაციებით გამდიდრებული სვანური კულინარიითა და სვანური სასმელით იქნება წარმოდგენილი. ასევე, კოლეჯის მიერ აღდგენილი უძველესი სვანური ტკბილეულით ,,იცხრა“; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენით, სვანეთის ფოტო-ეთნო ცნობარითა და ხალხური რეწვის ნიმუშებით.

კოლეჯი „აისი“ დამთვალიერებელს შესთავაზებს კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენას (საკონსერვო ნაწარმი, წვენები, თაფლი, ხის ნაკეთობები, თექა, მინანქარი, დეკორატიული ქსოვილი). ასევე, ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების, კულინარიულ და თექის მოთელვა-დაჩითვის მასტერკლასებს.

კოლეჯი „ფაზისი“ წარმოადგენს ეროვნული სამოსისა და ნაქარგების გამოფენას. ასევე, ფლორისტიკას – ფლორისტული კომპოზიციები, ადგილზე ყვავილებით გვირგვინების აწყობას. ქარვინგს – ხილის მხატვრულ დამუშავებას, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში დამზადებული ნაკეთობებისა და ხის ნაკეთობების გამოფენებს.

კოლეჯი “მერმისი” სტუდენტების ნამუშევრებს – ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარებს, სამკერვალო ნაწარმს, მინანქარს, თექის ნაწარმს, ბატიკას, ქვილთს, სამკერვალო წარმოებას და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილებს წარმოადგენს. მათი მხრიდან ასევე მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და ხის მხატვრული დამუშავების მასტერკლასი.

ზუგდიდის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი აქტივობები ფოტოდაქტილოსკოპიის მიმართულებით. ასევე, მასტერკლასები თემაზე “მეცნიერება და ტექნოლოგიები” და გასტრონომიის აკადემიის აქტივობები.

საბავშვო, გასართობ სივრცეში პატარებისთვის მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა. ანიმატორები ბავშვებს სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებენ. მათ შორის, კულინარიული შოუს (მანჯი), გუნდურ შეჯიბრებებს, პერფორმანსებს ბავშვებისთვის საყვარელი გმირების მონაწილეობით, საპნის ბუშტების შოუსა და მიმების, ჟონგლიორების, აკრობატების პერფორმანსებს.

ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები. საღამო კი მილოცვებით, ფოერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდება.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით

12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები.

13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ

⁠12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“;

12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება

12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.

12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.

12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.

12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე;

⁠საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;

სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.

12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ

⁠17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბროლაურში, სახალხო ზეიმის მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ:

12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

12:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;

13:00-15:00 ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;

12:00-18:00 მუსიკოსებისა და მსახიობების საზეიმო მსვლელობა;

12:00-20:00 რაჭული კულინარიის კუთხე;

12:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

17:10 – ჰიმნი თავისუფლებას!

17:30-19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულში, მემორიალთან – „კიდევაც დაიზრდებიან“ სახალხო ზეიმის მონაწილეები მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული და გასართობი აქტივობები; სახელოსნო სივრცის აქტივობა; ბატუტი; სახის მოხატვა; ყვავილების გვირგვინები; „გიფერი“ და ფოტოს ბეჭდვა.

12:00-17:00 – პროექტი „ქართული ენა გვაერთიანებს“

13:00-13:15 – ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა

13:30 -14:00 მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით

14:00 – 15:00 – საბავშვო ცეკვის აქტივობა

15:00- 16:50 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ანსამბლი „მარგალიტი“ – ჰელიუმის ბუშტების ჰაერში გაეშვება

17:30 – 20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრები კი მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაში, დაესწრებიან კონცერტს და სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობ აქტივობებს.

12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა

12:00-18:00 კვების სივრცე

12:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „ქართული ენა გვაერთიანებს“

12:00-18:00 საბავშვო-გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა, ხატვის გაკვეთილები, გიგანტური ჭადრაკი, ყვავილების გვირგვინების დამზადება

13:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა

13:10 სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის სიტყვით გამოსვლები

14:00 ანიმაციური საცეკვაო თამაში

15:00-16:30 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით

16:30 – საპნის ბუშტების შოუ

16:45 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ანსამბლი „მძლევარი“

კულმინაცია: ჰელიუმის ბუშტები

17:15 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტუმირებული მსვლელობები და კონცერტები მოეწყობა.

12:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები: სახატავი სივრცე; სახის მოხატვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური