30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგებისთვის, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
როგორც ცნობილია, 2027 წელს, სექტემბრიდან, საჯარო სკოლების კლასის დამრიგებლებს დანამატი – 80 ლარი უნდა გაუორმაგდეთ. ამას ითვალისწინებს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე დღეებში მეორე მოსმენით განიხილავს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, დოკუმენტის პირველად ვარიანტთან შედარებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 16 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც დაახლოებით 9 მილიონი ლარი საჯარო სკოლების კლასის დამრიგებლებისთვის დანამატის გაორმაგებას უნდა მოხმარდეს. ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებლების რაოდენობა კი, როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დააზუსტა, 30 000-ზე მეტია.
სადამრიგებლო დანამატის გაორმაგებისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე ფინანასთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დღევანდელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა:
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხით ზრდა გვაქვს 73 მილიონი ლარით და ჯამში, [დაფინანსება] 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მათ შორის, ზოგადი განათლების ნაწილში 16 მილიონია ზრდა და ძირითადი თანხა – დაახლოებით, 9 მილიონი ლარი სადამრიგებლო დანამატის ზრდისთვისაა. სექტემბრიდან იგეგმება გაორმაგება და ნაცვლად 100 ლარისა, 200 ლარი იქნება დანამატის მოცულობა“. (ხელზე ასაღები 160 ლარი ავტ.)
ფინანასთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელფასო ზრდის ნაწილში აღნიშნა ისიც, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ინკლუზიურ განათლებაზე 11 მილიონი ლარია დამატებული, რაც არის შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ასისტენტების ზრდის ნაწილი და მათ შორის, გულისხმობს ასისტენტ მასწავლებლების ხელფასების ზრდას.
ასევე იხილეთ:
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან
