30-ზე მეტი სკოლა გორის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – სწავლა შეწყვეტილია
უამინდობის გამო გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, დენი ათობით სკოლას არ მიწეოდება, რის გამოც შენობებში გათბობა არ არის.
რესურსცენტრის მიერ მოწოდებული სკოლების ჩამონათვალი სოფლების მიხედვით ასეთია: სოფლების – არბო, აძვი, ახალდაბა, ბერბუკი, დიცი, ერგნეთი, ვარიანი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, თორტიზა, კარალეთის მე-2, კარბი, მერეთი, მეღვრეკისი, ოთარშენი, პატარა მეჯვრისხევი, სათემო, საქაშეთი, ტირძნისი, უფლისციხე, ფლავი, ფხვენისი, ქერე, სობისი, ქვესი, ძევერა, წითელუბანი, ხელთუბანი, ხიდისთავი და ხურვალეთი. ასევე, სწავა შეზყვეტილია ქალაქის მე 6 -ე და მე 11-ე საჯარო სკოლებში.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
როგორც გორის საგანმანათლებლო რესურცენტრში ამბობენ, გაცდენილი დღეები სკოლის დირექტორების გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება