37-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარისა და მასწავლებლის საპასუხო წერილი წაყენებულ ბრალდებებზე
თავისუფალი ტრიბუნა დღეს თბილისის #37 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს მარინა საჩალელს და სკოლის მასწავლებელს ევგენია ჩიტიაშვილს ეთმობათ. ამ საპასუხო წერილით ისინი, იმ მასწავლებელს ეხმიანებიან, რომელმაც სკოლის შესახებ სასაუბროდ თავისუფალი ტრიბუნა გამოიყენა.
მარინა საჩალელი
არასოდეს, არასოდეს არ მიცდია საჯაროდ წერილი დამეწერა. მე 37-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი გახლავართ. თქვენ წარმოიდგინეთ, “facebook”-ის მომხმარებელიც კი არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო – არ მაქვს სურვილი სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრო, ყოველთვის ადამიანებთან პირად ურთიერთობებს ვამჯობინებ.
წერილმა, რომელიც 37-ე საჯარო სკოლაზე და სკოლის დირექტორზე ქალბატონ ლარისა მელაძეზე დაიწერა, გადამაწყვეტინა პასუხი გამეცა იმ ანონიმურ წერილზე, რომელიც შეურაცხმყოფელია არა მარტო ადრესატებისთვის, არამედ თვით ავტორისთვისაც (სამწუხაროა რომ ვერ გრძნობს).
1. კითხვა მაქვს ყველასთან აღარ დამთავრდა 1937 წელი და ანონიმურობა?
2. როცა სხვა ადამიანებს აყენებ შეურაცხყოფას რომ უნარი არ აქვთ საკუთარი პოზიცია დაიცვან, სად ხარ შენ ამ სტატიის დამწერო? სად იმალები? რატომ “სპეკულიანტობ“ რომ ლუკა სირაძის დედა ხარ? გული გინდა აგვიჩვილო რომ მას შენს მეტი გულშემატკივარი არავინ გამოუჩნდა 37-ე საჯარო სკოლაში? რატომ მაყენებ შეურაცხყოფას როგორც დედას და როგორც ბებიას? როცა, როგორი უგულოებიც არ უნდა ვიყვეთ, შენ არ გაქვს უფლება პრივატიზაცია მოახდინო ჩემი გრძნობებისა, რა დავაშავეთ, შეცდომა დავუშვით რომ თავისუფლების მოედანზე შავი ლენტები არ შემოვავლეთ ნაძვის ხეს?
არ გავუმწარეთ ბავშვობა დანარჩენ საქართველოს ბავშვებს? მაშინ როცა სახლებში საკუთარს ზეიმს ვუწყობთ?
ანდა, იქნებ ისაა ჩვენი დანაშაული, ისედაც დაზაფრულ ჩვენს სკოლის მოსწავლეებს ლექციები არ ჩავუტარეთ თვითმკვლელობაზე, მაშინ როცა ამ საკითხზე მომუშავე ფსიქოლოგებიც კი არა გვყავს ქვეყანაში. მორჩი ბუჩქებიდან დამოძღვრას. ყველაზე მეტად ამ წერილის შესავალმა აღმაშფოთა, როცა ქვეყნის უბედურებას შენი საკუთარი ზრახვების ასასრულებლად იყენებ.
ეს წერილი პასუხი არ არის ლარისა მელაძის დაცვისათვის, იგი თავად მოახერხებს საკუთარი თავის დაცვას, ეს არის პასუხი, ანონიმურ წერილზე რომელიც უნდა დამთავრდეს თქვენსა და ჩემს ქვეყანაში. არ შეიძლება, ვისაც რა უნდა ის წეროს და მერე იდგე ადამიანი და თავის იმართლებდე ყველას წინაშე. იქნებ ჩვენ თვითონ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გამოვიმუშაოთ მორალი, როცა ანონიმურ წერილს წავიკითხავთ იგნორირება გავუკეთოთ, თორემ ტყუილად გგონია რომ შენ არ შეგეხება.
ამ სკოლაში ქალბატონ ლარისა მელაძეზე ადრე მოვედი, სამასწავლებლოში 80% მასწავლებლებისა რუსულ ენოვანი იყო, დარჩენილი 20% -ც იძულებული იყო რუსულად ელაპარაკა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს და გადაამოწმოს რა მდგომარეობაა ახლა. ეს არის ტყუილი პირველი რომელიც გადამოწმებადია.
ჩვენი ხელფასები დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. კითხვა მაქვს ასეთი: ქალბატონ ლარისას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხელფასი მაინც არ უნდა? რატომ არ ცდილობს კონტინგენტის გაზრდას? მით უმეტეს, ნეტავ სად ეძებს ამდენ არა ქართულენოვან მოსწავლეებს?
კითხვა მაქვს ქალბატონ ლარისასთან, რატომ მიტარებდა ლექციებს ქართული კლასების გასაძლიერებლად გადმომეყვანა შვილიშვილები 23-ე საჯარო სკოლიდან 37-ე საჯარო სკოლაში, რაც მოახერხა კიდეც, მით უმეტეს თუ დახურვას უპირებს?
დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
3. სკოლაში, სადაც პერსონალური ტუალეტიც კი არსებობს ის როგორ უნდა თქვა გაწყალებული საპონიაო. უკაცრავად თუ სკოლამ ვერ გამოგიყო ლიტრობთ ჩასქელებული საპონი, რომელიც ინვენტარიდან ვერ გადმოდის და ბავშვები ამის გამო ამტვრევენ.
მობრძანდით, ნახეთ, პირველი რაც გაკეთდა ჩვენს სკოლაში ეს ტუალეტებია, ასეთი სისუფთავე ბევრს ოჯაშიც კი არ გვაქვს.
4. თურმე ერთ-ერთ დანაშაულად გაკვეთილებზე დასწრება ითვლება. ჩემი პირადი აზრია, დირექტორს კი არა, მეც უნდა მქონდეს უფლება ვიცოდე რას ასწავლიან ჩემს შვილსა თუ შვილიშვილს და საერთოდ “ბულინგი“ მარტო მოსწავლეებზე კი არ ხდება, ანონიმური წერილი ყველაზე დიდი „ბულინგია„ რაც კი კაცობრიობას გამოუგონია.
5. კიდევ მინდა გავიმეორო, ჩემი მიზანი არ არის არავის დაცვა, ჩემი მიზანია ყველას გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ რომ უზნეობაა ანონიმური წერილების წერა.
გამოდი დაგვენახვე და დაგვაჯერე შენს სიმართლეში, მოეშვი სხვის თვალში ბეწვის ძებნას.
შემინდეთ თუ ვეცადე ჩემი აზრი მომეხვია თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში არ ვიმალები, პატივისცემით.
ევგენია ჩიტიაშვილი
მე ვარ 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. ამიტომ, უფლება არ მქონდა, პასუხი არ გამეცა აღნიშნული წერილის ინკოგნიტო ავტორისთვის. ჩემთვის, როგორც ამ სკოლის პედაგოგისთვის, მიუღებელია მსგავსი ფორმით სკოლის და სკოლის პედაგოგების სახელით საუბარი და მანიპულირება, ვინაიდან წერილის ადრესატი ასაბუთებს ქართული სექტორის დახურვის საკითხს. თითოეული მასწავლებლის და უშუალოდ ჩემი მიზანიც ქართული სექტორის გაძლიერებას ემსახურება, თანაბარ პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოსწავლეები როგორც რუსული სექტორის, ასევე ქართული სექტორის, რომლებიც ერთობლივად ჩართულნი არიან სკოლის და ასევე სხვადასხვა ინტელექტუალურ-შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებში.
რაც შეეხება ლუკა სირაძის გარდაცვალებას ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამიტომ მოქალაქეობრივი და არც პედაგოგიური მორალი არ მაძლევს უფლებას მისი სახელის მანიპულირებით ვისარგებლო და ვასარგებლო სხვაც.
„…დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, #37 სკოლაში კი, სეკრეტ სანტას თამაში 30 დეკემბერს იგეგმება“
-
„ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია
by თავისუფალი ტრიბუნა
-
„…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი
by თავისუფალი ტრიბუნა
-
„და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება
by თავისუფალი ტრიბუნა