45 000 ლარი მაგისტრების და 240 000 სხვა საფეხურისთვის – უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასწავლო გრანტის ოდენობები განისაზღვრა
ცნობილია რა ოდენობით თანხას დახარჯავს სახელმწიფო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის მაგისტრატურის, ბაკალავრიატისა და სხვა საფეხურებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმოწერთ დამტკიცდა 2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა და ასევე 2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა.
ორივე პროგრამის შესაბამისი ბრძანების თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 და გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
შესაბამისმა პირებმა განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2024 წლის 11 სექტემბრიდან 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
დეტალები იხილეთ ბრძანებაში:
2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 ლარს.
22 500 ლარი გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი (შემდგომ – რეპატრიანტის სტატუსი).
პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.
განაცხადების მიღება ამ შემთხვევაში 9 სექტემბერს დაიწყება.
დეტალები იხილეთ ბრძანებაში:
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება