აპლიკაცია მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც ვხედავთ როდის და რისთვის იყენებს შვილი ინტერნეტს
როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების ვირტუალური სამყარო?
კომპანია mcafee-მ ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის სახელწოდებაა safe family parental control. ის მშობელს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს და ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები ინტერნეტში ჩართულ პლანშეტებსა და სმარტფონებს. ამისთვის კი საჭიროა თქვენს მობილურ ტელეფონებში აღნიშნული აპლიკაცია ჩამოტვირთოთ და ინსტრუქციებს მიჰყვეთ. შედეგად მშობლებს საშუალება ექნებათ შვილების ტელეფონი საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს, რათა ბავშვები უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდნენ.
გარდა ამისა, პროგრამის საშუალებით მშობელს შეუძლია დაბლოკოს კონკრეტული აპლიკაცია, რის შემდეგაც ბავშვებს მათზე წვდომა არ ექნებათ. ამასთან, safe family parental control-ის დახმარებით შესაძლებელია იმ აპლიკაციების ნახვა, რომლებსაც ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ.
კიდევ ერთი დეტალი: დედას ან მამას შეუძლია შვილის ძილის დროც განსაზღვროს. კერძოდ, ბავშვებს მითითებული საათების გარდა პლანშეტსა და სმარტფონებზე წვდომის საშუალება არ ექნებათ.
აპლიკაციები მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის გასავითარებლად
40 შესანიშნავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ რაღაც ახალი ყოველ დღე
მოამზადა ლიკა გახარიამ
წყარო: rb7.ru
-
„ირღვევა განათლების უფლება“ – რას გეგმავენ მშობლები, რომლებსაც 6 წელს მიღწეული ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს
by ARIS.GE-განათლება
-
პირველკლასელის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრაციაც დასწრების პრინციპით მოგიწევთ
by მოსწავლის მშობელს
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება