GE

აპლიკაციები მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის გასავითარებლად

თუ თქვენ შვილს ან მოსწავლეს აქვს პრობლემა მოიფიქროს სიუჟეტი მოთხრობის დასაწერად, ეს ინფორმაცია ნამდვილად დაგეხმარებათ. შემოქმედებითი წერა შეიძლება იყოს რთული და შიშის გამომწვევი  მოსწავლისთვის, რომელსაც არ უყვარს წერის პროცესი, ან ვერ ახერხებს აზრის თხრობით გადმოცემას.

მოსწავლეებისთვის, რომლებსაც წერის პრობლემა აქვთ არსებობს არაჩვეულებრივი აპლიკაციები რომლებიც შესანიშნავ დახმარებას გაუწევს მათ და დაეხმარება აზრების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს სჭირდებათ თავი მოუყარონ აზრებს, უცაბედად მოსული აზრი მოინიშნონ და გამოაქვეყნონ პლანშეტის გამოყენებით.

მოსწავლეებისთვის ენის ფლობის ყველა დონეზე, შემოქმედებითი წერა მნიშვნელოვანი ნაწილია ენის შესწავლის დროს. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ უნარი გადმოსცენ ამბავი საკუთარი გამოცდილებიდან ან შექმნან ამბავი წარმოსახვის გამოყენებით. ეს აპლიკაციები მოსწავლეებს დაეხმარებათ ახალი იდეების ჩამოყალიბებაში:

Writing Prompts for Kids

ამ აპლიკაციას აქვს 4 ღილაკი რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეს შეუძლია ახალი მოთხრობის ინსცენირება. ასევე ეს აპლიკაცია იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა აირჩიონ სიტუაცია, მოქმედი გმირები, სცენარი და საგნები რომლებიც დაეხმარებათ მათ შემოქმედებითი წერის განვითარებაში.

Adobe Slate

ეს ხელსაწყო არის შესანიშნავი შემოქმედებითი წერისთვის. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამატონ ტექსტი და სურათი სხვადასხვა ნიმუშებს და მისცენ მათთვის სასურველი სახე მოთხრობას. ეს აპლიკაცია იძლევა ასევე თემის არჩევის საშუალებას. პროდუქტის დასრულებული სახე არის მაღალი ხარისხის და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული.

Book Creator

ეს აპლიკაცია არის ძალიან პოპულარული სკოლებში და იძლევა საშუალებას შევქმნათ და გამოვაქვეყოთ ჩვენი ნაშრომი წიგნის სახითაც კი. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამატონ ფოტოები, ვიდეოები, ტექსტი და ილუსტრაცია თითოეულ გვერდს წიგნისას რომელსაც ქმნიან. ასევე შეგიძლიათ მოთხრობას დაადოთ გახმოვანებაც.

Write About This

აპლიკაცია ეხმარება მოსწავლეებს იპოვონ ამბის იდეა და დაამატონ საკუთარი აზრი. შესანიშნავია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის და ინგლისური ენის შემსწავლელთათვის. ეს აპლიკაცია გთავაზობთ სურათებს და ნიმუშებს, რომლებიც მოსწავლეებს ფანტაზიის საშუალებას აძლევს. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი აზრი სხვადასხვა კატეგორიებიდან. პატარებს ასევე აქვთ თავისუფალი სივრცე სადაც შეუძლიათ მათთვის სასურველი ტექსტი ჩაწერონ.

Book Writer

ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება ყველა ასაკის მოსწავლეს შექმნას საკუთარი ელექტრონული წიგნი და წარმოაჩინოს წერის უნარი. თუ მოსწავლეებისათვის ახალი არაა კლავიატურა, ნავიგაცია და ვებ-გვერდები, მაშინ მათთვის ამ აპლიკაციის გამოყენება ადვილი იქნება. ეს აპლიკაცია პატარებს აძლევს საშუალებას დაამატონ აუდიო, ვიდეო, და სიმღერა ყოველ გვერდს. პატარების მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის გახსნა შესაძლებელია PDF ან iBook-ის სახით.

Haiku Poem

აიპადის ეს აპლიკაცია საერთაშორისო კითხვის ასოციაციის მხარდაჭერით სარგებლობს და  საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შექმნან და დაწერონ ლექსები და პოემები. ის ეხმარება სტუდენტებს აზრების ჩამოყალიბებასა და იდეების მოძიებაში.

Writing Challenge

აპლიკაცია საშუალებას აძლევს მასწავლებლებს განავითარონ შემოქმედებითი წერის უნარი მოსწავლეებთან თამაშის სახით. როგორც კი თქვენ ამ აპლიკაციას გამოიყენებთ მთელ კლასში, პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალური აქტივობის სახით, თქვენ დაინახავთ ამ ხელასწყოს საუკეთესო შესაძლებლობას. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ნიმუში, ამ აპლიკაციას აქვს დროის ათვლის საშუალება. მიზანი ამ გამოწვევის არის ის, რომ მოსწავლეები ჩაეტიონ მოცემულ დროში და ნიმუშის გამოყენებით შექმნან მოთხრობა სანამ დრო ამოიწურება. როგორც კი დრო ამოიწურება, მოსწვლეები მიიღებენ რაღაც ახალს მოთხრობაზე დასამატებლად.

Foldify

ეს აპლიკაცია ყველაზე სახალისოა. ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ შექმნათ კუბი სურათებით თითოეულ გვერდზე და ამობეჭდოთ. ამობეჭდვის შემდეგ მიეცით მას კუბის ფორმა და გააგორეთ მოსწავლის მერხზე, კუბზე მოცემული სურათებიდან რომელიც შეხვდება მოსწავლეს ის ამ სურათის შესაბამის მოთხრობას მოიფიქრებს და მოგიყვებათ.

7 უცნობი ფაქტი ვიკიპედიის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით

7 საინტერეო ფაქტი Google-ის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

მოამზადა ინგა გოგოლაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური