GE

5 ნაბიჯი თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროფესიის არჩევაში

ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლე ძალიან პატარაა პროფესიის არჩევისთვის. სანამ ისინი გაიზრდებიან, უამრავჯერ შეიცვლიან აზრს,  გაარკვევენ რა მოსწონთ და რა სძულთ, ამაში კი უფროსების დახმარება დასჭირდებათ, უფროსებს კი ეს 5 ნაბიჯი მრჩევლის ამპლუას გაუმარტივებს:

დაეხმარეთ მოსწავლეებს იპოვონ საკუთარი ინტერესის სფერო

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჰობის პროფესიად ქცევა შესაძლებელია. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ ყველაზე დიდი ანაზღაურება და ჩვენც იქეთ მივიწევთ. სინამდვილეში კი, ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს „საჩვენო“. გვავიწყდება ისიც, რომ საუკეთესოები მხოლოდ იმ სფეროში ვიქნებით, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ასე რომ, დაეხმარეთ ბავშვეს გაერკვნენ თავიანთ სურვილებში, სთხოვეთ, ჩამოწერონ ინტერესების სფეროები.

 შეახვედრეთ სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ წარმომადგენლებს

იმისათვის, რომ ოცნება აიხდინო, ჯერ უნდა გქონდეს ის. გამოცდილ ადამიანთან საუბარი, რომელიც თავისი ოცნების სამსახურში მუშაობს, მოსწავლეს მოტივაციას გაუზრდის და დაანახებს, რომ მთავარი სწორი მიზნისა და გზის არჩევაა.

ვიზიტი მომავალ სამსახურში

როცა მოსწავლე გაიგებს თუ რა სურს მას, დაეხმარეთ იპოვოს შესაბამისი კომპანია და ესტუმროს მას, რათა გაესაუბრობს კომპანიის წარმომადგენლებს და უკეთ გაერკვეს ნამდვილად სურს თუ არა იმის კეთება, რასაც აქ აკეთებენ.

მოლოდინები და გეგმები

თუ მოსწავლეს აინტერესებს ინჟინერია, მაგრამ მათემატიკაში არც ისე ძლიერია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოცნება უნდა შეცვალოს. მას ჯერ კიდევ აქვს დრო მათემატიკის საფუძვლების გაცნობისთვის.

დასაქმების ფორუმები

უნივერსიტეტებში პერიოდულად სხვადასხვა კომპანიები სტუდენტებთან აწყობენ შეხვდერებს, სადაც მათ თავიანთ საქმიანობას აცნობენ. დასაქმების ფორუმებზე დასწრება მოსწავლეებსაც შეუძლიათ და ეს მათთვის პროფესიის გააზრებულად არჩევის კიდევ ერთი მეთოდია.

ასევე, მოსწავლეებს ისიც უნდა შეახსენოთ, რომ ნებისმიერ პროფესიას თან ახლავს ე.წ. „ბინძური საქმე“ , რაც არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ ამან მიზნისკენ სწორად სიარულში ხელის შეშლის უფლება არ უნდა მისცეს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: howtolearn.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური