GE

5 ქართული მითი ბავშვის აღზრდის შესახებ და რეალობა

„მშობლების დედაენა“ ექსკლუზიურად ქართველი მშობლებისთვის შედგენილი სახელმძღვანელოა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით, 2022 წელს შეიქმნა.

წიგნში თანამედროვე სტრატეგიებთან ერთად, განხილულია ხალხური აღზრდის ის მიდგომები, რომელთა გამოყენებაც ხელს უშლის ბავშვის კეთილდღეობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებას.

EDU.ARIS.GE სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ მითებს ბავშვის აღზრდის შესახებ და რეალობას, რომელიც სახელმძღვანელოში მითების შესაბამისად არის მოცემული:

მითი 1: „მშობლობა ბუნებრივი რამაა და სწავლა არ სჭირდება“.

რეალობა: მშობლებად არ იბადებიან, იმისათვის, რომ ის შენს საყვარელ პროფესიად აქციო, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ინფორმირებული იყო პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ, კარგად იცნობდე ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს და იყო განსაკუთრებთ ყურადღებით.

მითი 2: „თუ ბავშვს აღზრდისას მკაცრად არ მოექცევი, არ დაგიჯერებს“.

რეალობა: მკაცრი აღზრდა, რომელიც ბავშვზე ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას გულისხმობს, გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ შედეგებს იწვევს, თრგუნავს მის ფსიქო სოციალურ განწყობას, აქვეითებს თვითშეფასებას და ვლინდება ცხოვრების ყველა ეტაპზე. აცილებელია, მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი აზრი და არჩევანი, დაუსვათ შეკითხვები და დაამყაროთ ემოციური კავშირი.

მითი 3: „ბავშვი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მშობელს და მამის პატივისცემა ჰქონდეს“.

რეალობა: ბავშვს უნდა მოვეპყროთ როგორც თანასწორს და არა საკუთრებას. ბავშვის მოვლის, ზრუნვისა და აღზრდის საკითხებში ორივე მშობლის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. ბავშვს უნდა ჰქონდეს პატივისცემა და არა შიში. მშობელი მისთვის უნდა იყოს ერთგული მეგობარი და არა საშიში ავტორიტეტი.

მითი 4: „კარგი ბავშვი“ უნდა იყოს დამჯერი“.

რეალობა: ბავშვის უპირობო მორჩილება არ უნდა იყოს აღზრდის მიზანი, „კარგის“ და „ცუდის“ შენეული, ან საზოგადოებაში დამკვიდებული აზრების გადაცემით, სტერეოტიპული აზროვნებისკენ უბიძგებ და ხელს უშლი, განვითარდეს როგორც ინდივიდი, საკუთარი აზრითა და პრინციპებით.

მითი 5: „ძალადობის ე.წ. „მსუბუქი ფორმები“ არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად“.

რეალობა: ყველა ტიპის ძალადობა მიუღებელია. ყურის აწევა, ჩქმეტა, შეჯანჯღარება, წამორტყმა – ეს ყველაფერი ფიზიკური ძალადობის ფორმაა. არ შეიძლება, ბავშვმა ძალადობა ნორმად აღიქვას, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის ცხვრების ნაწილად იქცევა და შესაძლოა, მსხვერპლი შემდეგ თავად იქცეს პირდაპირ ან ირიბ მოძალადედ.

წიგნის „მშობლების დედაენა“ ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა, PDF ფორმატში UNICEF-ის გვერდიდან შეგიძლიათ.

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური