განათლების მინისტრის რომელი მოადგილე რა მიმართულებას კურირებს უწყებაში – 6 მოადგილე და მათი ფუნქციები
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/11/photo3-458x257.jpg)
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს 6 მოადგილე ჰყავს. მათ შორის ერთი პირველი და 5 სხვა მოადგილე. სამინისტრომ უკვე გაწერა ექვსი მოადგილიდან რომელი მოადგილე რა მიმართულებას უხელმღვანელებს და რა იქნება თითოეულის საკურატორო სფერო.
პირველი მოადგილე, გიორგი მოდებაძე: მისი საკურატოროა – ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური; სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
მოადგილე, თამარ ღვამიჩავა: მისი საკურატოროა – იურიდიული დეპარტამენტი; უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი; სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი; სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები; პარალელურად ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს.
მოადგილე, ბაია კვიციანი: მისი საკურატოროა – პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო; სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მოადგილე, თამარ მახარაშვილი: მისი საკურატოროა – სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ – სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები.
მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე: მისი საკურატოროა – ეკონომიკური დეპარტამენტი; სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მოადგილე, ანა მღებრიშვილი: მისი საკურატოროა – მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი; სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; სამინისტროს სისტემაში შემავალი სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებები.
რაც შეეხება შემდეგ დეპარტამენტებსა და სამსახურებს: სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი; ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი; შიდა აუდიტის დეპარტამენტი; სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს 11 თებერვალს განუცხადეს, რომ ეს სამსახურები თავად მინისტრის დაქვემდებარებაშია.
ამავე თემაზე:
-
განათლების სამინისტროს უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ვის ეხება პრემიერ-მინისტრის განკარგულება by ARIS.GE-განათლება
-
რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი განათლების მიმართულებით საგაზაფხულო სესიაზე – გეგმის დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
-
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და მოადგილეს მასწავლებლობის უფლება ექნებათ – რა ცვლილება შედის კანონში 2025 წელს by ARIS.GE-განათლება