6 ივლისიდან ზაფხულის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან
2023 წლის ზაფხულის საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. დღეს საგნის გამოცდები ორ სესიად ჩატარდება.
2023 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისთვის
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 5 ივლისს განუცხადეს, გამოსაცდელი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საქართველოს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი. ტესტზე სამუშაოდ კი, საგნების მიხედვით, სხვადასხვა დრო აქვთ განსაზღვრული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.
ზაფხულის გამოცდებზე წელს სულ 75 ათასზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი