,,60 000 მასწავლებლიდან 40 000 წინასაარჩევნოდ მოატყუეს – ჯეჯელავას არ აქვს წონა მთავრობაში“
პრობლემას და უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი უმცირესობიდან სერგო რატიანი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. როგორც მან მთავრობის ახალი კაბინეტის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, 60 000 მასწავლებელი წინასაარჩევნოდ უბრალოდ მოატყუეს და მათთვის ხლეფასების გაზრდას არავინ აპირებს. რატიანი აქვე განმარტავს, რომ არამხოლოდ ხელფასების კუთხით, განათლების სისტემაში სხვა მიმართულებებითაც ბევრი პრობლემაა. ის განათლების მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,დღეს ირკვევა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 60 000 მასწავლებლიდან 40 000 მასწავლებელი არ უნდა ელოდოს ხელფასების ზრდას და ისინი უბრალოდ მოატყუეს წინასაარჩევნოდ, როდესაც საუბარი იყო საშუალოდ 800 ლარიან ხელფასზე,“ – განაცხადა რატიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აქვე საუბრობს ე.წ უფასო წიგნების შესახებ და განმარტავს, რომ ბიუჯეტი ამ კუთხით ყოველ წელს მცირდება და წელს თითქმის განახევრებულია. ასევე, მოაკლდა დაფინანსება მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
,,ასევე პრობლემაა ის, რომ უფასო წიგნებთან დაკავშირებით დღეს ფაქტობრივად განახევრებული ბიუეჯტია. წინა წლებშიც აკლებდნენ ხოლმე არსებულს, მაგრამ დღეს უკვე პირდაპირ ჩადებულია, რომ განახევრებულია. მეცნიერების პროგრამის ხელშეწყობას მოაკლდა დაახლოებით 4 მილიონი, რაც სერიოზული უკან დახევაა. ასევე მოაკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ფაქტრობრივად ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბიოუროკრატიას არ ეხებიან და ბიუროკრატია სულ უფრო იზრდება,“ – აღნიშნა რატიანმა.
დეპუტატის თქმით, რთულია შეაფასო ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდი გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მცირე ხანია რაც მინისტრია, თუმცა, რატიანი ამბობს, რომ ის ტენდენციები, რომელიც აქამდე გამოიკვეთა განათლების მინისტრთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს, რომ ჯეჯელავას სისტემა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
,,ის ტენდენციები, რაც ჯეჯელავას მინისტრობისას გამოიკვეთა, ცხადად აჩვენებს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. გახსოვთ მისი სიტყვები, როც თქვა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასწავლებლებზეო?! მაგრამ ეს არ შეეხება მათ ხელფასებს. ჯეჯელავა არის ამ მთავრობის წევრი, მას ამ მიმართულებით ფულს არ აძლევენ. ის ვერ იბრძვის იმ კუთხით, რომ გაზარდოს ხელფასი არ აქვს მას ეს წონა,“-განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან სერგო რატიანმა.
“საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და საუბარი” – ალექსანდრე ჯეჯელავა
თეონა გიორგაძე – ქუთაისი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება