მინისტრი: “ნახმარი სახელმძღვანელოები უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ,,ნახმარი სახელმძღვანელოები უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული”. ამის შესახებ მან პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში სერგო რატიანის ერთ–ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,ნახმარი სახელმძღვანელოები განუზომლად უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული, რომელიც ჰქონდათ მოსწავლეებს, როდესაც არ მიუწვდებოდათ ხელი ფასის გამო სახელმძღვანელოებზე”,– თქვა მინისტრმა.
მინისტრმა უმცირესობის წევრის იმ კითხვასაც უპასუხა, თუ რას ნიშნავს მასწავლებლებისთვის დაპირებული 800 ლარიანი ხელფასი.
,,245 ლარიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, 405 ლარი გაუხდათ მინიმალური ხელფასი, ანუ თითქმის გაუორმაგდათ სრული განაკვეთის შემთხვევაში. ასევე, განაკვეთის გაზრდის მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, რომ რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს შეევსოს განაკვეთები. მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე 10 000–ზე მეტ მასწავლებელს ემატება, ხოლო კვალიფიკაციით, მომავალ წელს 20 000–ზე მეტს ემატება. ხოლო საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და საუბარი, რაც მასწავლებლებთან შეხვედრაზეც ჩემი მხრიდან ითქვა. საშუალო 800 ლარი ნიშნავს გასაშუალოებულს სხვადასხვა საფეხურს შორის. შესაბამისად, ჩვენი მასწავლებლების ერთნახევარს, დაახლოებით, გაუორმაგდა ხელფასი და მეორე ნახევარს გაუოთხმაგდა და დანარჩენი თქვენი არითმეტიკული შესაძლებლობებისთვის მიმინდია. ბოლო ორ წელიწადში ყველას მოემატა, მომავალ წელს მოემატება ნახევარს. ეს არის ზუსტი არითმეტიკული პასუხი”,–მიმართა ჯეჯელავამ სერგო რატიანს.
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს
გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
-
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
განათლების უფლება საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი უახლეს ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
რომელ 10 საჯარო სკოლას უწევს მონიტორინგი ავტორიზაციის საბჭოსგან – სკოლების სია by ARIS.GE-განათლება 1 აპრილი, 2025