„60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“ – პრემიერ-მინისტრის განცხადება
„სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჯარ სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.
„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველ კლასელებს და პირველ კურსელებს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და ყველას მინდა ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველა ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს სწავლაში.
ასევე პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ამ თემას უკავშირდება და მინდა, მოგახსენოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.
„შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება