67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაშლილია – დირექტორის განცხადება
თბილისის 67–ე სკოლაში დილიდან სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაშლილია. გაკვეთილებს არ ესწრებიან მე–7, მე–8 და მე–9 კლასის მოსწავლეები. სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილი ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას სკოლიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და დირექტორ მარიამ თავართქილაძის მოხსნას მოითხოვს. საპროტესტო აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორის შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების დროულად გასაჯაროებას მოითხოვენ.
თავად დირექტორის თქმით კი, მისთვის გაუგებარია, მოსწავლეებზე ძალადობის მიზეზით სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მხარდაჭერა და ამბობს, რომ ძალადობის წახალისება მიუღებელია.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ის, რომ ქალბატონი დოდო კეზუა სკოლიდან გათავისუფლებული იყო ეს არის ძალადობის დაგმობა. ამ კონკრეტულ მასწავლებლებს რატომ აქვთ ის იდეა, რომ ძალადობა იყოს წახალისებული, ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას მთელი კოლექტივის სახელით და არავითარ შემთხვევაში არ წავახალისებთ. ქალბატონი დოდოს სახელზე შესულია ორი კონკრეტული საჩივარი, მე ვერ გავამჟღავნებ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ქალბატონი დოდოს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც”, – განაცხადა 67–ე სკოლის დირექტორმა.
თავის მხრივ სკოლის მოსწავლეთა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმაციით, სკოლის დირექტორს განათლების აუდიტის სამსახურმა სერიოზული დარღვევები აღმოუჩინა და ის უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
განათლების სამინისტრო აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას 23 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული. სკოლაში ამ დროისათვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მასწავლებელთა ნაწილი და მოსწავლეები მონაწილეობენ. სკოლასთან იმყოფება სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელიც.
67-ე სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი – „ყველა ინსტანციას მივმართავ სამართლის მოსაპოვებლად“
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება