გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 19 აგვისტოს საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგებს, გათანაბრებულ და სკალირებულ ქულებს აქვეყნებს.
საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
