GE

7 ათასზე მეტი პედაგოგი გამოცდაზე არ გამოცხადდა – სტატისტიკა საგნების მიხედვით

განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ კიდევ ერთხელ სიამაყით ახსენა, რომ წელს მასწავლებლის გამოცდაზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, 27 ათასზე მეტი აპლიკანტი, დარეგისტრირდა. მინისტრის თქმით, ეს ციფრი მეტყველებს იმაზე, რომ პედაგოგებში კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი ძალიან დიდია.

ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სხვა კითხვებთან ერთად, ისიც ვკითხეთ, დარეგისტრირებული 27 264 აპლიკანტიდან რამდენი გამოცხადდა გამოცდაზე. როგორც ცენტრში გვიპასუხეს გამოცდებზე გამოვიდა 20 203 აპლიკანტი, ანუ დარეგისტრირებულთა დაახლოებით, 30% გამოცდაზე არ გასულა.

საგნების მიხედვით ეს მონაცემები ასე გამოიყურება:       

პროფესიული უნარები – გამოცდაზე   დარეგისტრირებული იყო 13 096 აპლიკანტი, გამოცდაზე გავიდა –   8 799.

ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდაზე – რეგისტრაცია გაიარა 1 228-მა, გამოცდაზე გავიდა 887.

მათემატიკა – გამოცდაზე   დარეგისტრირებული  იყო  – 1213, გამოცდაზე გავიდა –  829.

უცხო ენა – გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო –  3032, გამოცდაზე  გავიდა  – 2020.

ისტორია – გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო –  1307, გამოცდაზე გავიდა  – 905.

გეოგრაფია – გამოცდაზე   დარეგისტრირებული  იყო – 816. გამოცდაზე გავიდა –  591.

სამოქალაქო განათლება – გამოცდაზე   დარეგისტრირებული  იყო – 650.  გამოცდაზე გავიდა – 454.

ფიზიკა – გამოცდაზე  დარეგისტრირებული  იყო –  693,  გამოცდაზე  გავიდა – 439.

ქიმია – გამოცდაზე   დარეგისტრირებული იყო  – 603, გამოცდაზე გავიდა – 392.

ბიოლოგია – გამოცდაზე   დარეგისტრირებული იყო –  682, გამოცდაზე გავიდა –  483.

დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისათვის – გამოცდაზე დარეგისტრირებული    იყო  – 4 887,  გამოცდაზე  გავიდა – 3456.

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – გამოცდაზე   დარეგისტრირებული იყო –   1 848,         გამოცდაზე გავიდა  – 1 303.

მათემატიკა (I-VI) – გამოცდაზე   დარეგისტრირებული იყო –   2093, გამოცდაზე გავიდა  –  1 548.

ბუნებისმეტყველება (I-VI). გამოცდაზე დარეგისტრირებული  იყო –  813, გამოცდაზე  გავიდა  – 506.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე   დარეგისტრირებული  იყო – 696, გამოცდაზე გავიდა – 476.

ქართული, როგორც მეორე ენა – გამოცდაზე   დარეგისტრირებული  იყო –   485, გამოცდაზე გავიდა –  323.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე დარეგისტრირებული  იყო –   652. გამოცდაზე გავიდა  –  447.

მუსიკა – გამოცდაზე დარეგისტრირებული  იყო –   931, გამოცდაზე გავიდა –   660.

სპორტი – გამოცდაზე  დარეგისტრირებული   –  1 116, გამოცდაზე გავიდა –  757.

ჩვენ ცხადია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ვკითხეთ, გამოცდაზე გასული აპლიკანტებიდან, რამდენმა გადალახა ზღვარი და აიღო 61%-ზე მეტი, ასევე ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია, საგნების მიხედვით, იმის შესახებ, პროცენტულად როგორ გადანაწილდა ქულები. ანუ 31-დან 41%-მდე შედეგი რამდენმა პედაგოგმა  აჩვენა, 41-დან 51%-მდე რამდენმა, 51-დან 61%-მდე რამდენმა და 61%-ს ზევით რამდენმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლობის მსურველებიდან რამდენმა ჩააბარა გამოცდა, მხოლოდ ის მონაცემები მოგვაწოდა (რომელსაც EDU.ARIS.GE  მოგვიანებით შემოგთავაზებთ). დანარჩენზე გვითხრა, რომ ვერ დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას.

„გაცნობებთ, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვენ

მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი, მოთხოვნილი ფორმით არ არის დამუშავებული (მოთხოვნილი ინფორმაციის თქვენთვის სასურველი ფორმატით მოწოდება მოითხოვს დამატებით სამუშაოს შესრულებას და რესურსს). ამდენად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად, საჯაროა ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით არის დამუშავებული, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“, – მოგვწერეს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილის საპასუხოდ.

მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური