7 წარმატებული ბიზნესმენი თავისუფალ უნივერსიტეტში
7 წარმატებული ბიზნესმენი თავისუფალ უნივერსიტეტში
19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა მსოფლიოში წარმატებულ 7 ბიზნესმენი.
- რასელ უაითი არის ამერიკაში კომერციული უძრავი ქონების მფლობელი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის Vornado Realty Trust მმართველი დირექტორი. რასელ უაითისა და მისი კომპანიის Vornado Realty Trust–ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე www.forbes.com.
- ედუარდ ისთმენი არის მაიმაში მდებარე უძრავი ქონების საბროკერო, მართვითი და განმავითარებელი კომპანიის, The Easton Group –ის, თავმჯდომარე.
- გერალდ ჰოზიერი , Forbes-ის ინფორმაციით , არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი იურისტი ამერიკაში. მისი შემოსავალი უტოლდება 40 მილიონ დოლარს.
- ჯონ ჯაკობი არის კომპანია Conn’s-ის დირექტორი. იგი ასევე არის Stephens Group-ის უფროსი მმართველი დირექტორი და თავმჯდომარის მოადგილე.
- უილიამ შენკმენი არის კანადაში მოქმედი უძრავი ქონების საოჯახო კორპორაციი, Shenkman Corporation-ის , თავმჯდომარე.
- სტეფენ მაიერსი არის კომპანიის Myers Industries –ის ყოფილი თავმჯდომარე.
- მარკ ჰოლტცმენი არის Barclays Capital –ის თავმჯდომარის მოადგილე. 2008 წლამდე იგი იყო ABN Amro Bank –ის თავმჯდომარის მოადგილე. მარკ ჰოლტცმენი ყაზახეთის პრემიერ მინისტრმა, ცენტრალური აზიის ფინანსური სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დანიშნა The Almaty Regional Financial Centre-ის რწმუნებულად.
ბიზნესმენთა ჯგუფი შეხვდება სტუდენტებს. შეხვედრაზე ისინი ისაუბრებენ გლობალური ეკონომიკის გამოწვევებზე, მეწარმეობასა და უძრავი ქონების განვითარებაზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 19 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: თავისუფალი უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე . დასწრება თავისუფალია.
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი