800-მდე სკოლის დირექტორობის მსურველთან გასაუბრებები იწყება – განრიგი და ვადები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი, გასაუბრების პროცესი 20 მარტს დაიწყება.
EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული მონაცემებით, ტესტირების შემდეგ, გასაუბრებაზე გასვლის უფლება 755-მა პირმა მოიპოვა.
“გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – მაქსიმალურ ქულათა 60%”, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge
სერტიფიცირების პროცესის მონაწილეები გასაუბრების განრიგის შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურადაც მიიღებენ.
ამავე თემაზე:
-
ახალი სახელმძღვანელოები, რომლითაც შესაძლოა, მაღალკლასელებმა ისწავლონ – განხილვები დაიწყო by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში აკადემიური თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნებისთვის – რვა ვიდეო განხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო