97-ე საჯარო სკოლის დირექტორი – სკოლის შენობა სრულად დაცლილია
თბილისის 97-ე საჯარო სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ ამ დროისათვის სკოლის შენობა სრულად არის დაცლილი და ტერიტორია სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს, ვინაიდან ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება.
„სკოლა ამ დროისათვის სრულად დაცლილია ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ადგილზე დილიდან იმყოფებოდა სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურის სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. ამ დროისათვის ჩვენც ვტოვებთ სკოლის ტერიტორიას.
„რაც შეეხება მოსწავლეთა გაფრთხილებას, რომ სკოლაში არ მოსულიყვნენ, დავიწყეთ დილით, ადრიანად, დაახლოებით 07:30 საათზე და შედეგად გაფრთხილებულია სკოლის ყველა მოსწავლის მშობელი. ჩვენი სკოლა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ პერიმეტრზეა განთავსებული, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა ქეთევან მეურმიშვილმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, სასწავლო პროცესი 97–ე საჯარო სკოლაში დროებით არის შეწყვეტილი და გაცდენილი საათების ანაზღაურება მოსწავლეებს შაბათი დღის ხარჯზე მოუწევთ.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამო 97–ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება